ვინ დაიკავებს სამეფო ტახტს დედოფალი ელიზაბეტის შემდეგ?

ვინ დაიკავებს სამეფო ტახტს დედოფალი ელიზაბეტის შემდეგ?

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე გავლენიანი წევრი - ელიზაბეტ მეორე უკვე 92 წლისაა, ის ტახტზე 1956 წელს, 26 წლის ასაკში ავიდა და დღემდე აქტიურად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, საზოგადოება უკვე აქტიურად განიხილავს ყველა შესაძლებლობას იმისა, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს მომავალში.

ისევე როგორც სამეფო დინასტიების უმეტესობაში, ბრიტანული ოჯახშიც პრიორიტეტი პირველ შვილს ენიჭება, რომელსაც სტატუსსა და გვირგვინთან ერთად, ოჯახის მთელი ქონება გადაეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი ამ საკითხზე ჯერჯერობით არ საუბრობს, საზოგადოების დიდი ნაწილი  დარწმუნებულია, რომ ისინი ტრადიციას არც ამჯერად უღალატებენ და ელიზაბეტის შემდეგ, მისი 70 წლის შვილი - პრინცი ჩარლზი გამეფდება.

თუმცა გვირგვინის მემკვიდრეეების რიგში ჩარლზის შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგი - პრინცი უილიამი ჩნდება, რომლის მეუღლეზეც ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებთ კეთდება აქცენტი.

უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქეითის იმიჯი ყოველდღიურად ემსგავსება დედოფლისას, სამეფო ოჯახში კი შემთხვევით არაფერი ხდება.

უილიამის შემდეგ პრინცი ჯორჯის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ჯერ მხოლოდ 5 წლის არის.

ძველი ტრადიციის მიხედვით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გოგონა დედოფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ მას ძმები არ ჰყავდა, მაგრამ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ეს შეზღუდვა მოიხსნა და შესაბამისად, პრინცი ჯორჯის შემდგომ, თუ ყველაფერი თანმიმდევრულად განვითარდა, მისი უმცროსი და - შარლოტა გახდება ბრიტანეთის დედოფალი.

2018 წელს კემბრიჯელ ოჯახს მესამე შვილი - ლუი ეყოლა, რომელიც ახლა ერთი წლისაც არ არის, თუმცა შარლოტას შემდეგ სწორედ მისი მეფობის საკითხი განიხილება.