რატომ აცმევს ანჯელინა ჯოლი ქალიშვილს ბიჭივით?

რატომ აცმევს ანჯელინა ჯოლი ქალიშვილს ბიჭივით?

შაილო ნუველ ჯოლი-პიტი ერთ-ერთია ყოფილი ცოლ-ქმრის, ანჯელინასა და ბრედ პიტის შვილებიდან. წყვილს, რომელიც 6 ბავშვს ზრდის, მხოლოდ სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავს, რომელთაგანაც პირველი სწორედ შაილოა. გოგონა, რომელიც ამჟამად 12 წლისაა ყველასგან გამოირჩევა ბიჭური სტილით, რასაც განსაკუთრებული მიზეზი აქვს.

როგორც ვიცით, შაილო ბიჭურ სამოსში ჯერ კიდევ სამი წლიდან ფიგურირებს, რაზეც ანჯელინამ 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა."მას ბიჭობა სურს, ამიტომ მოგვიწია მისთვის თმის შეჭრა. შაილოს ყველაფერი ბიჭის მოსწონს და თვლის რომ ის ძმებს შორის ერთ-ერთია"-აღნიშნა მან.

მიუხედავად ჩაცმულობისა, შაილოს იდეალური გარეგნობა მაინც თვალშისაცემია მისი დახვეწილი ნაკვთები, რომლებიც ასე გვაგონებს ანჯელინასა და ბრედის გარეგნობას.

დროთა განმავლობაში გოგონამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს კიდევაც.