შოკი:

შოკი: "მის მოსკოვი" და მალაიზიის ყოფილი მეფე უკვე დაშორდნენ

მალაიზიის ყოფილი მეფე მუჰამედ მეხუთე და "მის მოსკოვი 2015" ოკსანა ვოევოდინა დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა აქვეყნებს.

ინსაიდერების ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი გაუტავებელი კამათი და სხვადასხვა შეხედულებები გახდა.

"მის მოსკოვი 2015" მუჰამედ მეხუთეზე ორი თვის წინ გათხოვდა. მათ დახურული ქორწილი გადაიხადეს, სადაც ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო.

49 წლის მეფეზე გათხოვილმა 25 წლის მოდელმა რელიგიაც შეიცვალა, ისლამი მიიღო და სახელი რიჰანა დაირქვა.

მუჰამედ მეხუთე კი ტახტიდან გადადგა და მალაიზიამ ახალი მეფე სულთანი ტენგკუ აბდული აირჩია, რომელიც მოვალეობის შესრულებას 31 იანვარს შეუდგა.

თავად წყვილი დაშორების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.