მომზადების დრო: 150 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2
კარტოფილი - 600 გ
ცხვრის/ბატკნის რბილი ხორცი - 500 გ
დაფნის ფოთოლი
ტომატ-პასტა - 2 ს.კ
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ტაფაზე.
წვის დასასრულს მოვაყაროთ ფქვილი, მოვურიოთ, გადავიტანოთ ღრმა ქვაბში, დავამატოთ პამიდვრის პიურე და 2-3 ჭიქა ცხელი ბულიონი ან წყალი. მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე 1.5-2 საათი (ბატკნის ხორცი 40-50 წუთი).
ამის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული, დაფნა, ოხრახუში, პილპილი და 20-30 წუთი კიდევ ვადუღოთ. მზა კერძს დავამატოთ დაჭრილი მწვანილი.