მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
თევზის ფილე - 6 ცალი
ლუდი (ღია ფერის) - 150-200 მლ
ფქვილი - 3 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
მარილი და პილპილი
სალათის ფოთლები
ბროწეულის მარცვლები
ნარშარაბი - სერვირებისთვის
მომზადების წესები
კვერცხი, პილპილი და მარილი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ნელ-ნელა ფქვილი. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დავასხათ 1 ს.კ. ზეთი და ლუდი. უნდა მივიღოთ თხელი ცომის მასა.
ცომში ამოვავლოთ თევზის ნაჭრები და კარგად გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.
თევზი სუფრაზე სალათის ფოთლების, ბროწეულის მარცვლებისა და ნარშარაბის თანხლებით მივიტანოთ.