უნიტაზზე მჯდომ ქალს უკანალზე პითონმა უკბინა

უნიტაზზე მჯდომ ქალს უკანალზე პითონმა უკბინა

ავსტრალიაში ტუალეტში შესული და უნიტაზზე მოკალათებული 59 წლის ჰელენ რიჩარდი უკანალზე კბილების ჩასობის შეგრძნებისთანავე შარვალჩაწეული წამოხტა და დაინახა რომ მომხდარში დამნაშავე ხალიჩისებრი პითონი იყო.

ქალმა თავდაცვის მიზნით უნიტაზს სწრაფად დააფარა სახურავი, დამატებითი დაზღვევის მიზნით მასზე მცენარის ორი ქოთანი შემოდო და გველების დამჭერი გამოიძახა. ჟასმინ ზელენი, რომელმაც 1,6 მ სიგრძის პითონი უნიტაზიდან ამოიყვანა და ახლომდებარე მდინარეში გაუშვა, ამბობს, რომ უნატაზზე მჯდომი ადამიანისთვის უკანალზე გველის კბენის შესახებ გველების დამჭერი ჯგუფის არსებობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე არავის სმენია.

ჟასმინ ზელენი დაბეჯითებით ურჩევს ყველა იმ ადამიანს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაში არმოჩნდება, რომ არ შეეცადონ გველის ჩარეცხვას, რადგან ის ამ შემთხვევასი ჯვლავ საკანალიზაციო მილში დარჩება. ამასთან შეახსენებს მათ, რომ ხალიჩისებრი პითონი არაა შხამიანი გველი და პრაქტიკულად არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანებისთვის.