რუსულ პრესაში ერიკა კიკნაძეს კაია გერბერის ორეულს უწოდებენ. ეგ კი არა, ზოგი წერს, ერიკა უფრო საინტერესოდ გამოიყურებაო.
ერიკა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ივან ურგანტის გერია - მისი ქართველი ცოლის, ნატალია კიკნაძის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან.
სანამ ივან ურგანტს გაჰყვებოდა ცოლად, ნატალია ბიზნესმენ თემურ კუტალიასთან იყო ქორწინებაში და მასთან ორი შვილიც გააჩინა.
ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა.
წლების შემდეგ ნატალია ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს შეხვდა და მათ იქორწინეს.
საერთო შვილიც გაუჩნდათ - ნინა. გოგონა ახლა 10 წლის, ერიკა კი უკვე 18-ისაა.
ერიკას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მამობილთან და ხშირად ახლავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. პაპარაცებიც ყოველთვის უღებენ ფოტოებს და მის განსაკუთრებულ ნაკვთებს აღნიშნავენ.