უცნობი დეტალები მელანია ტრამპის ცხოვრებიდან, რომლებსაც თეთრი სახლი მალავს

უცნობი დეტალები მელანია ტრამპის ცხოვრებიდან, რომლებსაც თეთრი სახლი მალავს

გოგონა სლოვენიის პატარა ქალაქიდან, გლამურული მოდელი,  მზრუნველი მეუღლე და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი -  მელანია ტრამპმა საკმაოდ მრავალი როლი მოირგო ცხოვრებაში და დღეს მისი ფიუგურა სხვადასხვა უცხოური ტაბლოიდის ინტერესთა სფეროში გამუდმებით ექცევა. ამჟამად, მელანიას წარსულის აქამდე უცნობი დეტალებით ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი -  ნინა ბერლი დაინტერესდა და წიგნის ავტორადაც მოგვევლინა, რომლის სახელიც „ოქროს ხელბორკილები: ტრამპის ქალების ისტორია“ შეარჩია და გასაკვირი არც არის, რომ სკანდალურმა ნაშრომმა სულ მალევე დაიმსახურა თეთრი სახლის უკმაყოფილება.

მელანია უკვე ორი წელია პირველი ლედის როლს წარმატებით ირგებს, როგორც ავტორი აღნიშნავს ეს სულაც არ იყო მარტივი გზა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც პირველი ლედი მზად უნდა იყოს კამერების მუდმივი გარემოცვაა, რაც მელანიასთვის რომელიც მოზარდობის ასაკიდან ცდილობდა სამოდელო კარიერაში წარმატებისთვის მიეღწია, ნამდვილად არ არს რთული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის მანძილზე მელანია საზოგადოებამ  გარკვეულწილად გაიცნო, მისი ცხოვრებიდან უამრავი დეტალი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მწერლის მიერ ჩატარებული მცირე კვლევებით გახდა ცნობილი. მელანიას ოჯახი ლიუბლიანაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი მანქანებისა და ველოსიპედების ნაწილებით ვაჭრობდა, დედა კი ტანსაცმლის ქარხანაში მუშაობდა. მშობლებს ძირითადად არ ჰქონდათ დრო შვილებისთვის, რომლებიც მაშინ საშუალო განათლებას იღებდნენ.

მელანია  დიზაინისა და ფოტოგრაფიის სკოლის სტუდენტი გახლდათ,  ნაშრომის ავტორმა მოიძია ინფორმაცია მელანიას სტუდენტობის შესახებ და როგორც გაირკვა, პირველი ლედი ყოველთვის საშუალო დონის სტუდენტი იყო და არ გამოირჩეოდა უცხო ენების სწავლის განსაკუთრებული უნარებით, შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მელანიამ 5-6 ენას ფლობს, მათ შორის ფრანგულსა და იტალიურს,  ეჭვქვეშ დგება, მით უმეტეს რომ არასდროს მოგვისმენია პირველი ლედის საუბარი სხვა რომელიმე ენაზე, გარდა ინგლისურისა.

მეგობრები იხსენებენ იმასაც, რომ დებს - მელანიასა და ინესს ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ, თუმცა ორივე მათგანისთვის შეგეძლო ინტროვერტი გეწოდებინა. ერთადერთი რაც, გოგონებს განსაკუთრებით განასხვავებდათ ჩაცმის სტილი იყო - „როცა ინესი ყოველთვის შავი გრძელი სამოსით ფიგურირებდა, მელანია უფრო მოდურ ტანსაცმელს არჩევდა, რომელსაც მსუბუქ მაკიაჟს უხამებდა".

“მისი სოციალური ცხოვრება სკოლის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ყოფნითა და მოტოროლერიანი ბიჭების თვალიერებით შემოიფარგლებოდა. მელანიას პირველი მეგობარი ბიჭსაც სწორედ ეს გატაცება ჰქონდა, ესთეტიკური გარეგნობის მქონე ახალგაზრდა მელანიაზე უფროსი იყო, თუმცა მას ყოველთვის იზიდავდა სიმპატიური მამაკაცები“ - აღნიშნულია წიგნში.

მთავარი დეტალი რასაც ავტორი ხაზს უსვამს მელანიას მამის სიმკაცრეა, რომლითაც გარკვეულწილად დონალდსაც გვაგონებს. როგორც მელანიას ბავშვობის მეგობრები იხსენებენ, მელანიასთვის მისი ამჟამინდელი ოჯახური ვითარება ბავშვობიდან ნაცნობია, რადგან მთელი ცხოვრება მამის - ვიკტორის მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო, რაც დედაზე - ამალია კნავსზეც ვრცელდებოდა.

მელანიამ მამისა და მეუღლის მსგავსებას თავადაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, „ორივე მათგანი მშრომელი, ჭკვიანი და ნიჭიერია. ისინი რადიკალურად განსხვავებულ გარემოში გაიზარდნენ, მაგრამ ერთი და იგივე ღირებულებები თუ ტრადიციები გააჩნიათ. მე კი სწორედ ჩემს მეუღლეს ვგავარ, ასეთივეა მამაც. ის ოჯახის კაცია“ -აღნიშნა მან.

ფაქტია რომ ამ ორ მამაკაცს შორის გარკვეულ ვიზუალურ მსგავსებასაც აქვს ადგილი.

რაც შეეხება მელანიას სამოდელო კარიერას, ლიუბლიანაში,  სადაც მან ბავშვობა გაატარა, მისი სილამაზე ერთ-ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა - სტეინ ჯერკომ შეამჩნია, რის შემდეგაც მის ცხოვრებაში რადიკალურად შეიცვალა. მაგრამ მიუხედავად ამისა მელანიამ ყველა გააკვირვა, როცა ლიუბლიანას უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი სწავლის წლები ერთ-ერთმა ასისტენტ-პროფესორმა გაიხსენა, „მელანია მახსოვს, რადგან ის ბომბასავით იყო, დანარჩენი გოგონები ჩვეულებრივად გამოიყურებდნენ, როგორც კი ის გამოჩნდა გაოცებას ვეღარავინ მალავდა. მას იტალიიდან ან პარიზიდან ჩამოტანილი ჯინსები ეცვა, რომლებიც ჯაჭვებით იყო გაფორმებული, თავზე კი სათვალეები ამშვენებდა“ - აღნიშნა მან

თუმცა არქიტექტორმა გამოცდის დღეც გაიხსენა, როცა სტუდენტებს  საცხოვრებელი სახლების მონახაზის გაკეთება დაევალათ -  „15 წუთის შემდეგ მისი ფურცელი კვლავ ცარიელი იყო. ის კანკალებდა და ნერვიულობდა, მგონია, რომ იცოდა გამოცდას ვერ ჩააბარებდა. ამის შემდეგ მელანია კამპუსში აღარ მინახავს“.

სლოვენიის დატოვების შემდეგ მელანიამ პარიზის, მილანისა და ნიუ-იორკის მოდის უამრავ კასტინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უცნობია რა მიზეზით ვერ შედგა მაშინ მისი ტრიუმფალური გამოსვლა მსოფლიო ასპარეზზე, თუმცა უკვე მოგვიანებით, 1996 წელს ერთ-ერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი ქალბატონის ინტიმური ურთიერთობა იყო ასახული

ფოტოგრადი - Jarl Ale e Basseville იხსენებს, რომ ფოტოსესიის შემდეგ მელანია სავახშმოდ დაპატიჟა, სწორედ ვახშმის დროს შეიტყო მან, რომ ამ დროისთვის მელანია და დონალდი ერთმანეთს უკვე იცნობდნენ.

ამის შემდეგ, მელანიას ცნობადობა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში გაიზარდა და 2000 წელს ის GQ-ს ცნობილი გამოცემის გარეკანზეც ვიხილეთ.

რამდენიმე თამამი კადრი ფოტოსესიიდან კი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პირველი პირი მათ სიამოვნებით გაანადგურებდა, დღემდე ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელებში.

ნაშრომში ისიც აღნიშნულია, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა მელანიამ ინტიმურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ მელანიას დღეს ამ ყველაფერთან აღარაფერი აკავშირებს, გამომწვევი ტანსაცმლის ნაცვლად ცნობილი ბრენდების კლასიკურ სამოსსაც ირგებს და თანაც ისე, რომ სიშიშვლის გარეშეც არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურება.