ხაჭოს დესერტი შოკოლადის მინანქრით

ხაჭოს დესერტი შოკოლადის მინანქრით

მომზადების დრო: 240 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

ხაჭო - 300 გ

არაჟანი - 200 გ

ნაღები 20-33% - 100 მლ

შაქარი - 150 გ

ჟელატინი - 10 გ

ვანილი

სავოიარდის ბისკვიტები - 200 გ

რძე - 100 მლ

მინანქარი:

შავი შოკოლადი - 200 გ

ნაღები - 100 მლ

მომზადების წესები

ჟელატინს დავასხათ 50 მლ წყალი და გავაჩეროთ 5 წთ. ხაჭო, არაჟანი და ნაღები ავთქვიფოთ შაქართან ერთად. დავუმატოთ ვანილი. ჟელატინი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. ცოტა შევაგრილოთ და დავუმატოთ ხაჭოს მასას.

კარგად ამოვურიოთ. თასში ან სპეციალურ ფორმაში ჩავაფინოთ ცელოფანი, სავოიარდი სათითაოდ ამოვავლოთ რძეში და წრიულად დავაწყოთ თასში, ნახევრამდე ჩავასხათ ხაჭო, შემდეგ ჟოლო და ისევ ხაჭოს მასა. ბოლოს შევავსოთ სავოიარდით, გადავაკრათ ცელოფანი და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.

გაცივებული დესერტი ფრთხილად გადმოვატრიალოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ შოკოლადის განაში - ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე, დავასხათ დატეხილ შოკოლადს და მუდმივი მორევით გავხსნათ ბოლომდე.