მომღერალი კრის ბრაუნი, რომელიც საფრანგეთში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, უკვე თავისუფალია.
როგორც მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის უდანაშაულოა. თუმცა, მომხდარზე გამოძიება ისევ გრძელდება.
რეპერს 24 წლის ფრანგი ადანაშულებს. გოგოს მტკიცებით, ბრაუნი მან დისკოთეკაზე გაიცნო, რის შემდეგაც ისინი სასტუმროს ნომერში ავიდნენ.
ბრაუნი გასული წლის ივლისშიც დააკავეს. მაშინ მიზეზი ფოტოგრაფის ცემა იყო. 2009 წელს კი სასამართლომ მას რიანაზე ფიზიკური ძალადობისთვისთვის 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.