ქსენია სობჩაკის ქმარმა ცოლის საყვარელს სცემა და ცხვირი გაუტეხა

ქსენია სობჩაკის ქმარმა ცოლის საყვარელს სცემა და ცხვირი გაუტეხა

ქსე­ნია სობ­ჩა­კის ქმარ­მა, მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­მა ცო­ლის საყ­ვა­რელს, რე­ჟი­სორ კონ­სტან­ტინ ბო­გო­მო­ლოვს ცხვი­რი გა­უ­ტე­ხა, „კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და“ წერს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა.

ბო­გო­მო­ლოვს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, ვი­ტორ­გან­მა კი ჩხუ­ბი­დან სულ ცოტა ხან­ში „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ვახ­შმის ფოტო გა­ა­ზი­ა­რა.

ქმრი­სა და საყ­ვარ­ლის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას სობ­ჩა­კი ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა სუ­რა­თი ძვე­ლი ფო­ტო­სე­სი­ი­დან, სა­დაც მას ანა კა­რე­ნი­ნას იმი­ჯი აქვს. ფო­ტო­სე­სია რუ­სულ ჟურ­ნალ­ში Elle გა­მოქ­ვეყ­ნდა.

VIDEO: სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ სცემს ქსე­ნია სობ­ჩა­კის ქმა­რი ცო­ლის საყ­ვა­რელს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რად წე­რენ, რომ სობ­ჩა­კის ქმა­რი „ნამ­დვი­ლი ტა­ი­სო­ნია“.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი წე­რენ, გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში გაჩ­ნდა. ქსე­ნი­ა­სა და მაქ­სი­მის ქორ­წი­ნე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, ბედ­ნი­ე­რი ჩან­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ რუსი ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვის რო­მა­ნის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

სობ­ჩა­კი­სა და ბო­გო­მო­ლო­ვის რო­მან­ტი­კულ შეხ­ვედ­რებ­ზე წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ასე­ვე, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქსე­ნია ქმარ­თან ერ­თად აღარ ცხოვ­რობს.

სობ­ჩაკ­სა და ვი­ტორ­განს სა­ერ­თო შვი­ლი, 2 წლის პლა­ტო­ნი ჰყავთ.