თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვა დედა გახდა - ვინ ჩააკითხა ცნობილ მომღერალს ვენაში

თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვა დედა გახდა - ვინ ჩააკითხა ცნობილ მომღერალს ვენაში

გასული წლის სექტემბერში, ცნობილი მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე დაინიშნა. მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი - ბორისლავ მილანოვი გახლავთ.

ნიშნობიდან რამდენიმე თვეში თამარამ, საკუთარი საქმრო საქართველოში ჩამოიყვანა და წყვილმა ქრისტიანული წესების მიხედვით, მამა დავითზე დაიწერეს ჯვარი.

ჯვრისწერას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

თამარა მალე ქმრის გვარზეც გადავიდა და მილანოვა გახდა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლე იყო, ის დედობისთვის ემზადებოდა და აი ის დროც დადგა, თამარა გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ.

გოგონა გუშინ, ვენაში დაიბადა. მომღერალს მშობიარობისთვის ვენაში ჩააკითხა დედამ, თინა გაჩეჩილაძემ. რომელიც უმნიშვნელოვანეს წუთებში ქალიშვილის გვერდით იყო.