პეჩენია ,,ბაბუას ულვაში

პეჩენია ,,ბაბუას ულვაში"

ინგრედიენტები

კვერცხი - 1 ცალი

შაქარი - 70 გ

დარბილებული კარაქი - 100 გ

ვანილი

გამაფხვიერებელი

მარილი

რძე - 70 მლ

ფქვილი - 300 გ

გასაფორმებლად:

მარმელადი - 100 გ

თხილი და ნიგოზი - 100-100 გ

კაკაო - 1 ჩ/კ

შაქრის პუდრი

მომზადების წესები

ავთქვიფოთ კვერცხი დავუმატოთ შაქარი, შემდეგ რბილი კარაქი+ვანილი+მარილი+ გამაფხვიერებელი+რძე და ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი, თუ ცომი მაგარი გამოვიდა შეგიძლიათ დავუმატოთ ცოტა რძე. შემდეგ გადავახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 30 წთ-ით.

ნიგოზსა და თხილს გავაცალოთ კანი დავტეხოთ და შევურიოთ კაკაო და 1 ს/კ შაქრის პუდრა.

შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი წავუსვათ მარმელადი და გადავუკეცოთ ნაპირები როგორც სურათზეა ნაჩვენები, დავდოთ ცივ ქაღალდიან ჟარონაზე შუა ა ცარიელ ადგილას დავაყაროთ ნიგვზის და თხილის ნარევი და გამოვაცხოთ 180°-ზე 40 წთ.

ცივს დავაყაროთ შაქრის პუდრა.კვერცხი - 1 ცალი.