ველინგტონი საქონლის სუკითა და ქამა სოკოთი

ველინგტონი საქონლის სუკითა და ქამა სოკოთი

მომზადების დრო: 720 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

საქონლის სუკი ან მჭლე, რბილი ხორცი - 1 კგ

ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა

ქამა სოკო - 500 გ

ხახვი - 1 თავი

წითელი წიწაკა, დაღერღილი

მარილი და პილპილი

დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ

ქინძის თესლი - 1 ჩ/კ

მომზადების წესები

საქონლის სუკს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი და გადავუსვათ მდოგვი. ჩავდოთ კონტეინერში და გავაჩეროთ მაცივარში 1 ღამე.

მოვთუშოთ ხახვი, დავუმატოთ სოკო და კარგად დავბრაწოთ. ცხელ ტაფაზე, კარაქში ყველა მხრიდან დავბრაწოთ  წინა დღეს დამარინადებული სუკი.

გავშალოთ ფენოვანი ცომი, დავდოთ სოკო, შემდეგ კი სუკი და გადავახვიოთ ცომი. გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 40 წთ., 180 გრადუსზე ღუმელში.