შემწვარი ბატკნის ნეკნები

შემწვარი ბატკნის ნეკნები

ინგრედიენტები

ბატკნის ნეკნები - 1 კგ

1 ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი

პიტნა - 4-5 ტოტი

როზმარინი - 1-2 ტოტი

ზეითუნის ზეთი

ხახვი

ბროწეული

მომზადების წესები

ბატკნის ნეკნები დაჭერით ულუფებად, მოასხით ლიმონის წვენი, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, პილპილი, როზმარინის და პიტნის ფოთლები. დაამარინადეთ მაცივარში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე.

შეწვამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. მოაცილეთ მარინადის ნარჩენები, წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და შეწვით გრილზე ან ტაფაზე სასურველ კონდიციამდე.

სუფრასთან მიიტანეთ წითელი ხახვით და ბროწეულის მარცვლებით. შეგიძლიათ მოაყაროთ დაფქული კოწახური.