დუშბარა - აზერბაიჯანული პელმენები

დუშბარა - აზერბაიჯანული პელმენები

ინგრედიენტები

ცხვრის ხორცი - 500 გრ

ფქვილი - 2 ჭიქა

კვერცხი - 1 ცალი

ხახვი - 2 ცალი

ერბო - 2 სკ

პიტნა, ქინძი, პილპილი, მარილი - გემოვნებით

ძმარი - 2 სკ

მომზადების წესები

ცხვრის ხორცი გავათავისუფლოთ ძვლებისაგან, ძვლისგან მოვხარშოთ ბულიონი, ხოლო ხორცი გავატაროთ, დავუმატოთ გატარებული ხახვი, მარილი, წიწაკა.

ფქვილისა და კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი, ზელვისას გავურიოთ ცოტა მარილი, ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულზე დავდოთ ფარში, დავაფაროთ მეორე ცომი და გვერდით ლამაზად შემოვუხვიოთ.

მერე ეს მომზადებული დუშბარები მოვხარშოთ დამარილებულ ბულიონში. როცა ამოტივტივდება, მზადაა. ღრმა თეფშზე ვდებთ რამდენიმე დუშბარას, ვასხამთ ბულიონს, ვაყრით პიტნასა და ქინძს, ვაგდებთ ერბოს პატარა ნაჭერს და ვასხამთ ცოტა ღვინის ძმარს.