მომზადების დრო: 180 წუთი
ულუფა: 10
ინგრედიენტები
საქონლის სტეიკი - 10 ნაჭერი
პამიდვრის პიურე - 2 ჭ
პაპრიკა - 3 ს/კ
ვარდისფერი პილპილი - 1,5 ჩ/კ
ორეგანო - 1,5 ს/კ
დაფქული კამის თესლი - 2 ს/კ
ყავისფერი შაქარი - 2-3 ს/კ
დანაყილი ნიორი - 1 ს/კ
მარილი
მომზადების წესები
ყველა სანელებელი ერთად ავურიოთ, 0,5 ჭიქა ნარევი შევინახოთ სოუსისთვის, დანარჩენი წავუსვათ ხორცის ნაჭრებს, გავახვიოთ ცელოფანში და 2-3 საათით მაცივარში შევდოთ.
ხორცის ნაჭრები დავაწყოთ გრილზე ან ღუმლის გრილზე და საშუალო დონეზე შევწვათ (მაღალი ხარისხის ხორცის პირობებში დასჭირდება 5-7 წუთი თითო მხარეს).
მზა სტეიკს მოვაყაროთ მარილი. პამიდვრის პიურეში გავხსნათ შენახული სანელებლები, დავუმატოთ მარილი და ხორცთან ერთად მივირთვათ.