როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ქათმის პაშტეტი

როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ქათმის პაშტეტი

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 12

ინგრედიენტები

ქათმის ღვიძლი - 450 გ

გაყინული კარაქი - 150 გ

წვრილი ხახვი შალოტი - 2 თავი

ვაშლი - 1 ცალი

მარილი

თეთრი პილპილი

მომზადების წესები

გაფცქვენით ხახვი და წმინდად დაჭერით. ვაშლი გაფცქვენით და ამოაჭერით გული, გახეხეთ მსხვილად. ღვიძლი გარეცხეთ კარგად, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით თითუელი შუაზე.

განიერ ტაფაზე გაახურეთ 2 ს/კ კარაქი. დაუმატეთ ხახვი და ხრაეთ საშუალო ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. თან ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ვაშლი და ხრაეთ კიდევ 3 წუთი. გადაიტანეთ ყველაფერი სამზარეულოს კომბაინში.

ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე და გაადნეთ მასზე კიდევ 2 ს/კ კარაქი. დაუმატეთ ღვიძლი იმდენი, რამდენიც ერთ ფენაზე დაეტავა. შეწვით ძლიერ ცეცხლზე დაახლოებით 2-2 წუთი ყველა მხრიდან. (ღვიძლი უნდა გაყავისფრდეს გარედან, მაგრამ შიგნიდან ვარდისფერი უნდა დარჩეს). გადაიტანეთ ღვიძლიც სამზარეულოს კომბაინში დანარჩენ ინგრედიენტებთან.

დააბრუნეთ დაფა დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით ტკბილი ღვინო და ადუღეთ 2-3 წუთი, სანამ ალკოჰოლს სუნი არ დაეკარგება და სანამ ტაფაზე მიმწვარი მასა ფსკერს არ მოშორდება. ჩაასხით ღვინო სამზარეულოს კომბაინში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააგრილეთ პაშტეტი  10-15 წუთის განმავლობაში.

გადაიტანეთ მომზადებული პაშტეტი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2, უმჯობესია 4 საათით. გამოყენებამდე 20-30 წუთით ადრე  გამოიღეთ მაცივრიდან.