მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 4 ცალი
წყალი - 400 მლ
ზეთი - გემოვნებით
მარილი და პილპილი
წიწიბურა - 160 გ
ქამა სოკო - 500 გ
ნაღები - 500 მლ
კარაქი - 1 ს/კ
ხახვი - 1 თავი
მომზადების წესები
მოხარშეთ წიწიბურა 400 მლ მარილწყალში ისე, რომ ფანტია მასა მიიღოთ.
სანამ წიწიბურა იხარშება, გაახურეთ პატარა ქვაბში ცოტაოდენი ზეთი და კარაქი, წმინდად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ. როგორც კი ხახვი ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი სოკო და ხრაკეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მომზადებული მასის ნახევარი შეურიეთ მოხარშულ წიწიბურას.
ქათმის ფილეს მოაჭერით ზედაპირი ისე, რომ მიიღოთ ერთგვარი ბუდე და ამოავსეთ თითოეული ფილე წიწიბურას ფარშით, დააფარეთ ამოჭრილი ფილეს ნაწილი და შეწვით ტაფაზე გახურებულ ცოტაოდენ ზეთში ორივე მხრიდან.
ქვაბში დარჩენილ სოკოსა და ხახვის მასას დაასხით ნაღები, დადგით ცეცხლზე, ჩადეთ შემწვარი ქათმის ფილე და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში.