ინგრედიენტები
ფქვილი - 2 ჭიქა (შესაძლოა, მეტიც დაგჭირდეთ)
კვერცხი - 1 ცალი
გაყინული წყალი - 100 მლ
მარილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
გაცერით ფქვილი. კვერცხი ათქვიფეთ წყალსა და მარილთან ერთად და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი (და არა პირიქით).
მოზილეთ ცომი და შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში, შედეთ მაცივარში 2-3 საათით.
სიცივე ცომს ერთგვაროვანსა და ელასტიკურს გახდის, შესაბამისად კი იდეალური იქნება ხარშვისას.
ამის შემდეგ, სანამ გააბრტყელებდეთ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და 30 წუთი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.