ჭინჭრის ხვეულა

ჭინჭრის ხვეულა

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 12

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი - 100 გ

კარტოფილი - 500 გ

კვერცხი - 1 ცალი

მარილი

გულსართი:

ჭინჭარი - 1 კგ

ზეთი

ხახვი - 1 ცალი, პატარა თავი

ახალი ნიორი - 1 ცალი

მარილი და წიწაკა

მომზადების წესები

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და გავაჩეროთ გულსართის მომზადებამდე. ჭინჭარი მოვწალოთ მდუღარე წყალში 3-5 წთ., გავწუროთ და დავკეპოთ დანით. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვშუშოთ ზეთში.

დავუმატოთ ახალი ნიორი და დაკეპილი ჭინჭარი. მოვშუშოთ დაახლოებით 10 წთ და გავაცივოთ. ცომი გავაბრტყელოთ, ზემოდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში.

ბოლოები შევუკრათ ძაფით. ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავდოთ რულეტი. ვხარშოთ 30 წთ., შემდეგ ამოვიღოთ და გავაცივოთ. დავჭრათ ნაჭრებად.