მომზადების დრო: 120 წუთი
ულუფა: 2
ინგრედიენტები
ლობიო - 800 გ
ნიგოზი - 200 გ
კარაქი - 100 გ
აჯიკა - 1 ს/კ
დაფნა - 2 ფოთოლი
ყვითელი ყვავილი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
დაფქული ქინძის მარცვლები - 1/2 ჩ.კ
ქინძი - 1 კონა
უცხო სუნელი - 1/2 ჩ.კ
მარილი - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
ხახვი - 2 თავი
წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
მზა, მოხარშული ლობიო გადავწუროთ. დავუმატოთ აჯიკა და კარაქი.
ეცადეთ,ყველაფერი კარგად აურიოთ და მიიღოთ ერთიანი მასა. ამის შემდეგ ვუმატებთ გატარებულ ნიგოზს, წვრილად დაჭრილ ნიორსა და სუნელებს.
წვრილად დაჭერით ხახვი და მოაყარეთ ლობიოს.