მომზადების დრო: 50 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
კარაქი - 4 ს/კ
ხახვი - 2 ცალი
სოკო, დაჭრილი - 450 გ
კამა დაჭრილი - 2 ს/კ
პაპრიკა - 1 ს/კ
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
ქათმის ნახარში - 450 გ
რძე - 250 გ
ფქვილი - 2 ს/კ
მარილი - 1 ს/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
ლიმონის წვენი - 2 ს/კ
დაჭრილი ოხრახუში - 10 გ
არაჟანი - 115 გ
მომზადების წესები
აიღეთ ქვაბი და მასში გაადნეთ კარაქი. მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. დაუმატეთ კამა,პაპრიკა,სოიოს სოუსი და ქათმის ნახარში, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი.
აიღეთ თასი , სადაც უნდა აურიოთ ფქვილი და რძე. ჩაასხით ეს მასა სუპში და გააჩერეთ 15 წუთი , თავდახურულ მდგომარეობაში. საბოლოოდ, დაუმატეთ მარილი, ოხრახუში,შავი პილპილი და არაჟანი - ამოურიეთ კარგად და გააჩერეთ 3-5 წუთი, დაბალ ცეცხლზე.