ფხვიერი ორცხობილა კრემით

ფხვიერი ორცხობილა კრემით

ინგრედიენტები

ცომი:

კარაქი ან მარგარინი - 200 გ

კვერცხის გული - 2 ცალი

ვანილი - 1 ცალი

სოდა ძმრით

ფქვილი - 1.5 ჭიქა

კრემი:

შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი") - 1 ქილა

კარაქი - 200 გ

ვანილი - 1 ცალი

ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესები

200 გრამი კარაქს ან მარგარინს შეურევთ ნახევარ ჭიქა შაქარს და კარგად გავათეთრევთ დაუმტებთ 2 კვერცხის გულს +ვანილი + სოდა ძმარი და ჭიქა ნახევარი ფქვილი.

ცომს გავაჩერებთ მაცივარში 30 წუთით. შემდეგ გავაპრტყელებთ და ჭიქით ამოვჭრით მგვალ ფორმებს და გამოვაცხობთ (ცხვება 10-15 წუთი).

კრემი: მოხარშული შედედებული რძეს დაუმათებთ 200 გრამ კარაქს და კარგად ამოვიყვანთ +ვანილი.ერთ მგვალ ფორმას წაუსმევთ კრემს ,დავადებთ მეორეს, წაუსმევთ რამე მომჟავო ჯემს(მე გარგრის წაუსვი) დავაფარებთ მესამე ფენას და ირგვლივ კრემით დავფარავთ.

ამოვსვრით ქოქოსის ფანტელებში და მოვრთავთ კარამელით.