თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

თევზი - 500 გ

გატარებული ნიგოზი - 1,5 ჭიქა

ხახვი - 1 პატარა თავი

ნიორი - 1 კბილი

ქინძი - 3-4 ღერი

ყვითელი ყვავილი - 1 ჩ/კ

მარილი

მწიკვი წითელი წიწაკა

ზეთი - თევზის შესაწვავად

წყალი - საჭიროების მიხედვით

მომზადების წესები

თევზს მოვაყაროთ მარილი  და ზეთში შევწვათ.

შეგვიძლია წინასწარ ფქვილში ამოვავლოთ და ისე შევწვათ.

ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ხახვი და სანელებლები ავურიოთ და ანადუღარი, ცივი წყლის დამატებით ბლენდერით ავთქვიფოთ.

წყალი თანდათან დავუმატოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

შემწვარ თევზს დავასხათ სოუსი, გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში და ისე მივიტანოთ სუფრაზე.