მომზადების დრო: 20 წუთი
ულუფა: 1
ინგრედიენტები
ორაგულის სტეიკი - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ღვინო - 200 მლ
ნაღები - 150 მლ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ორაგულის სტეიკი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან.
ამოვიღოთ და გადავდოთ ცალკე თეფშზე. დარჩენილ ცხიმში ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. დავასხათ
თეთრი ღვინო და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნაღები და დაჭრილი ოხრახუში. წამოვადუღოთ და სოუსიც მზადაა.