ქათმის ღვიძლი არაჟნით

ქათმის ღვიძლი არაჟნით

ინგრედიენტები

ქათმის ღვიძლი - 1 შეკვრა

ხახვი - 2 თავი

ფქვილი - 150 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

უცხო სუნელი - გემოვნებით

არაჟანი - 200 გ

მომზადების წესები

ხახვი დაჭერით გრძლად და შეწვით ზეთიან ტაფაზე და შემდეგ გადმოიღეთ.

ღვიძლები კარგად გარეცხეთ, თითოეული ამოავლეთ ფქვილში და შეწვით იმავე ტაფაზე კარგად. შემდეგ დაუმატეთ შემწვარი ხახვი, მოაყარეთ მარილი,პილპილი,უცხო სუნელი-გემოვნებით და ბოლოს დაუმატეთ არაჟანი.

კარგად აურიეთ.გააჩერეთ 15 წუთი დაბალ ტემპერატურაზე და შემდეგ გადმოდგით.