ინგრედიენტები
საქონლის ხორცი, რბილი
ხახვი - 2-3 ცალი
ნიორი - რამდენიმე კბილი
ბროწეული - იმდენი რომ ორი ს/კ წვენი გამოწუროთ
ტომატი - 1 ს/კ
მომზადების წესები
გასუფთავებულ საქონლის ხორცს დაუმატეთ წიწაკა და მარილი - (თითო-თითო ჩაის კოვზი).
ხახვი 2-3 დიდი თავი - ალყა-ალყა დაჭრილი, ნიორი - რამდენიმე კბილი. ბროწეული - წვენად 1 სუფრის კოვზი, ან პატარა ბროწეული კაკლებად - 1 ცალი პატარა ბროწეული. ხორცი უნდა ჩაითუშოს დაბალ ცეცხლზე თავისსავე წვენში და ცხიმში, ნახევარი საათის შემდეგ ვუმატებთ 1 სუფრის კოვზ ტომატს.
ვაგრძელებთ მზადებას კიდევ ნახევარი საათის მანძილზე თავდახურულ ჭურჭელში (სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ ცვალოთ გემოვნების მიხედვით). ხორცი გამოდის ძალიან რბილი და სუნელებ-გამჯდარი. თითქმის წვენის გარეშე.