შოკოლადის ფანქეიქები

შოკოლადის ფანქეიქები

მომზადების დრო: 25 წუთი

ულუფა: 6

თუკი გსურთ გაანებივროთ საკუთარი თავი და ახლობები განსაკუთრებული საუზმით, მოამზადეთ ეს შოკოლადის გემრიელობები ამ რეცეპტით...

მიირთვით კენკრით და ხილით, მოასხით კარამელი... და გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები

ფქვილი - 160 გ

კაკაო - 30 გ

გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ

შაქარი - 1 ს/კ

მწიკვი მარილი

სოიოს რძე შოკოლადის არომატით - 220 მლ

კვერცხი - 2 ცალი

კარაქი - 80 გ

ზეთი - ტაფაზე წასასმელად

მომზადების წესები

ჯამში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ შაქარი და კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ.

პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი, გადმოდგით და შეურიეთ რძე, შემდეგ კი კვერცხი. კარგად აურიეთ.

ნელ-ნელა დაუმატეთ რძისა და კარაქის მასას ფქვილის მშრალი მასა და მოზილეთ ცომი.

გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე ტაფა, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და კოვზით გაანაწილეთ მასზე ცომი...

შეწვით ფანქეიქები ორივე მხრიდან 30-40 წამის განმავლობაში.