ნიგვზიანი მჭადები - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!

ნიგვზიანი მჭადები - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!

ინგრედიენტები

სიმინდის ფქვილი - 500 გ

გატარებული ნიგოზი ან თხილი - 1 ჭიქა

საფუარი - 1 ს/კ

ნიორი - 4 კბილი

უცხო სუნელი - 3 ჩ/კ

ხმელი ქინძი - 2 ჩ/კ

ყვითელი ყვავილი - 3 ჩ/კ

მარილი, წითელი ცხარე წიწაკა და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

გაცრილ სიმინდის ფქვილს დავამატოთ საფუარი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი, გატარებული ნიგოზი და ნიორი, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი.

მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმის მჭადები და შევწვათ ტაფაზე, ზეთში. (შემწვარი მჭადები მოვათავსოთ ჯამზე და გადავაფაროთ ტილო).