სწრაფად მოსამზადებელი ფუნთუშები უცხიმოდ

სწრაფად მოსამზადებელი ფუნთუშები უცხიმოდ

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 8

ამ შესანიშნავ ფუნთუშებს შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტი დაამატოთ - ყველი, პროვანსული სუნელები, ქიშმიში, შოკოლადი... შედეგი მაინც შესანიშნავი გამოდის

ინგრედიენტები

ხაჭო - 400 გ

კვერცხი - 2

შაქარი - 2 ს.კ

სოდა - 1 ჩ.კ

ფქვილი - 2 ჭიქა

მწიკვი მარილი

მომზადების წესები

ხაჭო და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხი და ხელახლა ათქვიფეთ.

დაამატეთ ფქვილი, სოდა და მარილი. მიღებული რბილი ცომისგან გააკეთეთ 16 გუნდა.

შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება.