მთელმა სქართველომ ცხადში იხილა შემზარავი სიბილწე და ამოიცნო ბილწი. იმ საღამოს თავიდან ბოლომდე გაშუქდა ბილწის შემზარავი ბოროტმოქმედება.
ერთმა სასულიერო პირმა სავსებით მართებულად თქვა ამ დღეებში: „ეს ცოდვა არ არის. ეს სატანიზმიაო". დიახ, გამჟღავნდა ბილწის ნამდვილი სახე!
გაშუქდა როგორ მოქმედებს ეს ჯოჯოხეთის მანქანა: ვნახეთ, როგორ ასრულებენ ბილწის მიერ წარწყმედილი ჯოჯოხეთის მუშაკნი – ჯალათები თავიანთ რუტინულ, ყოველდღიურ ბოროტ საქმეს.
ვიხილეთ, როგორ იღებს და გადაამუშავებს თავის ნედლეულს – დატყვევებულ ადამიანებს ეს ჯოჯოხეთის მანქანა. გამოაშკარავდა წარმოების სრული ციკლიც – ნედლეულის მიღებიდან პროდუქტის გამოშვებამდე. წარმოების ციკლის ტექნოლოგიაა წვალება, წამება, სულ უფრო მზარდი ტანჯვა, ხოლო მიზანი – ბილწისთვის შესაწირად ცოცხალი ადამიანისათვის სულის ამოცლა ყოფილა.
სულის ამოსაცლელად, ადამიანის გასაუპატიურებლად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი – ცოცხი გამოიყენება. ამაშია უბნელესი საიდუმლო: თავად ბილწის სულია ცოცხში. ანუ თავად ბილწს სული არა აქვს – იგი უსულგულოა.
დიახ: ადამიანის სული, რომელიც წარმოების პატრონმა – უსულგულო, ცოცხში სულდავანებულმა ბილწმა უნდა შთანთქას, არის ამ ბოროტი საწარმოს ერთადერთი პროდუქტი. ცოცხალ სულთა შთანთქმით იკვებება და არსებობს ბილწი. ხოლო გადამუშავებული, შეგინებული, გაუპატიურებული, სულგამოცლილი ადამიანი კი ამ ჯოჯოხეთური მანქანის ნარჩენია.
ჩვენ ვნახეთ ჯოჯოხეთის წარმოება ციხის ჯურღმულებში. მაგრამ ციხე მხოლოდ ერთ–ერთი „ცეხია“, მხოლოდ საამქროა და არა მთლიანად საწარმო. ამ ერთი საწარმოს ხილვაც საკმარისია ბილწის და მისი არსის შესაცნობად.
საკმარისია შუქი ერთ დეტალს მოეფინოს, რომ ჯოჯოხეთის მანქანის ბოროტი საიდუმლო გამჟღავნდეს.
ახლა ყველასათვის ნათელია – რასაც „სახელმწიფოდ“ ასაღებდნენ, სინამდვილეში ბილწის მიერ მომართული ჯოჯოხეთის მანქანა ყოფილა.
ყველამ დავინახეთ, რომ ეს არ არის, არ შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფო.
ეს არის ბილწის და მისი მურდალი ავაზაკთა ხროვის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანები სიბილწის ტყვეები და მსხვერპლნი – ჯოჯოხეთის მანქანისათვის განკუთვნილი ნედლეული, არიან.
მიტაცება, ძარცვა, დევნა, ტანჯვა, გარყვნა, ყალბისქმნა – აი, ჯოჯოხეთის მანქანის წარმოება. ბოროტის თესვა, სიბილწესთან ზიარება და ბილწის ბატონობა – აი, ამ ჯოჯოხეთის მანქანის მიზანი! ადამიანების სულები – აი, ბილწის საზრდო!
ჯოჯოხეთის მანქანა შუქს ვერ იტანს. ბილწის ძალაუფლების საიდუმლო ჯოჯოხეთის მანქანის ბნელითმოცულობაა. თუ შუქმა შეაღწია და გამჟღავნდა, ის მოჩვენებად, არარად იქცევა!
სიბილწე გამოაშკარავებულია. ბილწსა და ჯოჯოხეთის მსახურთაც ქართველი ერი მალე განაჩენს გამოუტანს!
ეს ბილწმაც იცის და ძრწის! გადარჩენას ლამობს. გუშინ ე.წ. იუსტიციის სახლის გახსნისას ისევ სიბილწესთან ზიარება, ისევ ბნელით ცდუნება დააპირა. აღარ გაუვა! სიბილწისაგან საქართველოს განწმენდა დაწყებულია!
ბილწი კვლავაც შეეცდება ერის მონუსხვას, მაგრამ მას უკვე ძალა დაკარგული აქვს. მისი ჯადო აღარა სჭრის - ვიპოვეთ მისი ბოროტი სული, რომელიც თურმე ცოცხში ყოფილა!
ბილწის სიტყვები, მისი ჯადო მარტო ბოლომდე წარწყმედილ ამალაზე – მურდალ ავაზაკთა ხროვაზე და უგუნურ მომხრეებზეღა სჭრის. მისი ყველა მომხრე კი ზიარებულია სიბილწეს და არა სურს განწმენდა! ბილწთან ბოლომდე არის შეკრული და ამიტომ, ჯერ აქ გასამართლდება, ხოლო თუ მაინც არ მოინანიებს და არ განიწმინდება, ბილწთან ერთად ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება!
ბილწი სასიკვდილოდაა დაჭრილი. მაგრამ კიდევ ტოკავს! ისევ შეეცდება კუდი მოიქნიოს, ჯოჯოხეთის დაზიანებული მანქანა კვლავაც მომართოს, რაიმე ბინძური პროვოკაცია მოაწყოს! უკვე დაიქადნა კიდეც. მაგრამ უბადრუკი იქნება მისი ბოლო გაფართხალება, რადგან მისი სული ჩვენს ხელშია. ცოცხი ნაპოვნია!
მეტი სინათლე! მეტი სინათლე საარჩევნოდ, რომ ვერ გაყალბდეს, და გაქრება ბილწიც, განქარდება მისი ჯოჯოხეთის მანქანაც!