ცხვრის ხორცი პიტნის სოუსით

ცხვრის ხორცი პიტნის სოუსით

მომზადების დრო: 180 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

ცხვრის ხორცი - 1,5 კგ

როზმარინი - 4 ტოტი, დაფქული

საქონლის ხორცის ბულიონი - 400 მლ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ზეთი - შესაწვავად

მარინადი:

წყალი - 250 მლ

პიტნა - 1,5 კონა

თეთრი ღვინის ძმარი - 125 მლ

მზესუმზირის ზეთი - 50 მლ

შაქარი

მარილი

პილპილი

მომზადების წესები

მარინადისთვის განკუთვნილი წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ძმარი, პიტნის ფოთლები და 2 სთ თავდახურული გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ზეთი.

ამასობაში, ცხვრის ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, როზმარინი და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან ზეთში შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ ბულიონი და 2 საათით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.

ხორცი დავჭრათ და ცოტა ხანს თავდახურული გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მოვასხათ შემთბარი პიტნის სოუსი და მივიტანოთ სუფრაზე.