გამომცხვარი სულგუნი ბოსტნეულით - გემრიელი და მარტივი

გამომცხვარი სულგუნი ბოსტნეულით - გემრიელი და მარტივი

ინგრედიენტები

პომიდორი - 2 ცალი

სოკო - 150 გ

მწყრის კვერცხი - 8 ცალი

ბულგარული წიწაკა - 4 ცალი, დიდი ზომის

კარტოფილი - 4 ცალი, დიდი ზომის

მოცარელა ან სულგუნი - 200 გ

ზეთი - 3 ს/კ

მწვანე ხახვი

ოხრახუში

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

სოკო, ყველი, კანგაცლილი და თესლგამოცლილი პამიდორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. მწვანე ხახვი და ოხრახუში დაჭერით წვრილად.

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით წინასწარ 200 გრადუსზე -ზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით. სანამ შიგნიდან კარგად არ დარბილდება.

მზა კარტოფილი გააგრილეთ, კოვზის დახმარებით ამოიღეთ გული ისე, რომ კანზე დარჩეს რბილობის თხელი ფენა. ბულგალურ წიწაკას მოაჭერით თავი და გაასუფთავეთ. გულამოცლილი კარტოფილი და ბულგარული წიწაკა დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. ბოსტნეულს შგნიდან წაუსვით ზეთი. ჩყარეთ მარილი და შავი წიწაკა.

გამზადებულ კარტოფილსა და ბულგარულ წიწაკაში ფენებად მოათავსეთ პამიდორი, სოკო, მწვანე ხახვი და ოხრახუში. ჩაახალეთ მწყერის კვერცხი, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და ბოლოს პატარა კუბებად დაჭრილი სულგუნი.

კერძი შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება. მზა კერძი გამოიღეთ ღუმელიდან და სუფრაზე მიტანამდე გააფორმეთ მწვანილით.