Associated Press-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენ კაცად „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი და საუკეთესო ქალ სპორტსმენად ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი დაასახელეს.
ლებრონ ჯეიმსა წინა სეზონში, თითქმის მარტომ „კლივლენდი“ ნბა-ს სუპერფინალში გაიყვანა და ახლა „ლეიკერსის“ ლიდერია. ჯეიმსმა აღნიშნული ტიტული კარიერაში მესამედ მოიგო (2013, 2016, 2018)
სერენამ 2018 წელს ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. მაგრამ ის ბავშვის გაჩენის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა. სერენამ ამ ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი მეხუთედ გახდა (2002, 2009, 2013, 2015, 2018).