თევზის კოტლეტები

თევზის კოტლეტები

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 5

ინგრედიენტები

კარაქი - 100 გ

წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ

კამა დაჭრილი - 1 ს/კ

თევზის ფილე - 500 გ

დაფხვნილი ორცხობილა - 3 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაყავით პატარა ნაწილებად, გააკეთეთ ბურთულები და გააცივეთ.

სკუმბრიას ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ.

თევზიანი მასა გაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვლად. მასის შუაში მოათავსეთ კარაქის ბურთულები, შეაერთეთ ბოლოები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და მიეცით კატლეტის ფორმა.

დაბრაწეთ ზეთში, შემდეგ შედგით ღუმელში 5-7 წთ. მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან, ტომატთან ან კეტჩუპთან ერთად.