აჯაფსანდალი მუხუდოთი

აჯაფსანდალი მუხუდოთი

მომზადების დრო: 45 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

კარტოფილი - 4 ცალი

ბადრიჯანი - 2 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ხახვი - 1 ცალი

ტომატპასტა - 1 ს/კ

ნიორი - 3 კბილი

პაპრიკა - 1 ჩ/კ

მუხუდო - 1 ქილა

პომიდორი - 3 ცალი

ბოსტნეულის ბულიონი - 1 1/2 ჭიქა

მომზადების წესები

მოხარშეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად . დაჭერით ბადრიჯანი და ბულგარული კუბიკებად , გაშალეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე,მოაყარეთ მარილი და პილპილი,მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით 200 გრადუსზე,გახურებულ ღუმელში, 25 წუთის განმავლობაში. 

ზეთში 1 თავი დაჭრილი ხახვი,დაუმატეთ ტომატპასტა და გააგრძელეთ მოთუშვა. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი,პაპრიკა, მარილი და პილპილი. მოხარშული,კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,მუხუდო, დაჭრილი პომიდორი აურიეთ და დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. თავდახურულ ჭურჭელში თუშეთ 5 წუთის განმავლობაში და დაუმატეთ შემწვარი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. აურიეთ, თუშეთ კიდევ 2 წუთი, სუფრასთან მიტანისას კი მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.