მომზადების დრო: 45 წუთი
ულუფა: 5
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 5 ცალი
მწვანე წიწაკა - 3 ცალი
წითელი ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 5 კბილი
ძმარი - 6 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ქინძი - 15 გ
პომიდორი - 1 ცალი
სვანური მარილი - 1 ჩ/კ
ზეთი - 10 ჩ/კ
წყალი - 30 მლ
მომზადების წესები
დაჭერით ბადრიჯანი. ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე შეწვით 20 წუთი.
სანამ ბადრიჯანი იწვება, დანაყეთ ნიორი და დაჭერით წიწაკები, ქინძი და ხახვი. გადაიტანეთ თასში. დაუმატეთ 30 მლ წყალი, 6 ჩ/კ ძმარი და 3/4 ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით.
დაჭერით პომიდორი. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში დაჭრილ ინგრედიენტებთან. ამავე ტაფაზე დაჭრილი პომიდორი 3-4 წუთით თუშეთ. დაუმატეთ მოთუშული პომიდორი და 1/4 ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და მიირთვით მომზადებისთანავე. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც.