თევზის ჩახოხბილი - უგემრიელესი კერძის მივიწყებული რეცეპტი

თევზის ჩახოხბილი - უგემრიელესი კერძის მივიწყებული რეცეპტი

ინგრედიენტები

თევზი - 1 კგ

ხახვი - 3 თავი

დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი

სტაფილო - 200 გ

ზეთი - 100 გ

პომიდვრის წვენი - 2 ჩ/ჭ

ოხრახუში და ქინძი - 3-3 ძირი

შავი პილპილი - 25 მარცვალი

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ქარიყლაპია,ლოქო,წვერა,კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე.

მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი.

 ჩავაყოლოთ სტაფილო,დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე .მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.