მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 7
ინგრედიენტები
თევზი - 1 კგ
მარილი - 2 ს/კ
შაქარი - 0.5 ჭიქა
ხახვი - 1 კგ
ტომატის სოუსი - 1 ჭიქა
ძმარი - 0.5 ჭიქა
ზეთი - 1 ჭიქა
წყალი - 0.5 ჭიქა
მომზადების წესები
გასუფთავებული თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა.
მარინადისათვის შევურიოთ ზეთი, 2 ს.კ. მარილი, წყალი, ძმარი, შაქარი და ტომატის სოუსი.
სქელძირიანი ქვაბის ფსკერზე დავაფინოთ ხახვის ნახევარი, შემდეგ დავაწყოთ თევზის ნაჭრები, ისევ ხახვი და მოვასხათ მარინადი.
დავდგათ ნელ ცეცხლზე და თავდახურული ვადუღოთ 40 წუთი.