ინგრედიენტები
ფქვილი - 190 გ
გამაფხვიერებელი - 3,5 ს/კ
მარილი - 1 ჩ/კ
შაქარი - 1 ს/კ
რძე - 300 მლ
კვერცხი - 1 ცალი
გამდნარი კარაქი - 3 ს/კ
მომზადების წესები
დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი. შუა ადგილას ჩაასხით რძე, გამდნარი კარაქი ,კვერცხი და ათქვიფეთ , სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.
დაასხით მცირეოდენი ცხიმი ტაფაზე და დაბრაწეთ ორივე მხრიდან.
გადმოიღეთ თეფშზე და გადაუსვით თაფლი და სასურველი ხილი!