გვარდიოლა:

გვარდიოლა: "სიტი" წელს უკეთესია, ვიდრე შარშან"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მისი გუნდის თამაში გასულ სეზონთან შედარებით გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ესპანელმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგას პრემიერლიგა ურჩევნია.

„დეტალებში ჩვენი თამაში გაუმჯობესდა გასულ სეზონთან შედარებით და ეს ნორმალურია, რადგან ერთად დიდ დროს ვატარებთ. ჩვენი თამაშის სტილი, ტემპი, შეგვიძლია სხვა და სხვა მეთოდებით გადავიდეთ დაცვიდან შეტევაში.

რატომ მომწონს პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე მეტად? - ინგლისის თასის ან ჩემპიონთა ლიგის მოგება 6-7 თამაშშია შესაძლებელი, მაგრამ პრემიერლიგაში ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში, შესაბამისად, ეს ტიტული უფრო მიზიდავს“. - განუცხადა გვარდიოლამ Sky Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ პრემიერლიგის მე-19 ტურში 26 დეკემბერს, სტუმრად „ლესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.