გოგებაშვილის

გოგებაშვილის "დედა ენა" სკოლებში ბრუნდება! - პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

„დედა ენა“ არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ერთ-ერთი ელემენტი. ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება აუცილებელია, რაც „დედა ენის“, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.