ხრაშუნა და უვნებელი

ხრაშუნა და უვნებელი "სიგარეტები"

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 32

ინგრედიენტები

კარაქი/მარგარინი - 200 გ

არაჟანი - 1 ქილა

სოდა+ძმარი - 1 ჩ/კ

კვერცხის ცილა - 2 ცალი

შაქარი - 1.5 ჭიქა

შაქარი - 1.5 ჭიქა

ფქვილი - იმდენი,რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ (დაახლოებით 1 კგ)

მომზადების წესები

კარგად დარბილებულ კარაქს დავუმატოთ არაჟანი, სოდა ძმრით, ვთქვიფოთ გათეთრებამდე.

დავუმატოთ ფქვილი იმდენი, რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ და გაბრტყელება შეიძლებოდეს. მიღებული მასა გავყოთ 4 ტოლ ნაწილად, თითოეულ ნაწილს მივცეთ მრგვალი ფორმა, მიღებული წრე დიამეტრიულად გავყოთ 8 ტოლ სამკუთხედად, თითოეულს თხელფენად წავუსვათ გულსართი(2 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე+1.5 ნიგოზი და 1,5ჭიქა შაქარი) და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.

გამოცხობის დროს ცივ ტაფას ფქვილი მოვაყაროთ. როცა გამოცხვება მოვაყაროთ შაქრის პუდრი. მრავალჯერაა ნაცადი. გემრიელად მიირთვით.