ტომატის სოუსი ერთი საიდუმლო ინგრედიენტით 

ტომატის სოუსი ერთი საიდუმლო ინგრედიენტით 

ინგრედიენტები

პომიდორი საკუთარ წვენში - 2 ქილა

ნიორი - 8 კბილი

ზეითუნის ზეთი - 1/4 ჭიქა

კარაქი - 2 ს/კ

ხახვი - 1 თავი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ანჩოუსების ფილე - 1 ქილა

წითელი წიწაკა, დაღერღილი - 1 ჩ/კ

ტომატპასტა - 1/2 ჭიქა

წითელი მშრალი ღვინო - 1/2 ჭიქა

წყალი - 1 ჭიქა

მომზადების წესები

ჯამში ჩაასხით 2 ქილა პომიდვრის კონსერვი საკუთარ წვენში და ხელით კარგად დაჭყლიტეთ.

ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ კარაქი და მოხრაკეთ 1 თავი დაჭრილი ხახვი და 8 კბილი ნიორი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაღერღილი წითელი წიწაკა, ტომატპასტა და მოურიეთ. როცა ხახვი და ნიორი კარგად მოითუშება, დაუმატეთ ანჩოუსები და კარგად აურიეთ, გააგრძელეთ მოთუშვა. შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი პომიდორი და ერთი ჭიქა წყალი (გამოავლეთ კონსერვის ქილას), აურიეთ და თუშეთ თავდახურულ ტაფაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე 1 1/2-2 საათი.

ეს სოუსი ძალიან უხდება სპაგეტის... მოასხით, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!