იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა, გუნდის ახალ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს ბონუსის სახით 2.2 მილიონ ევროს გადაუხდიან.
"მირორი" იტყობინება, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწია, "მანიუ" დაახლოებით 44 მილიონს იზარალებს.
"იუნაიტედი" 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ადრე იუწყეს, რომ სოლსკიაერში "მანჩესტერმა" "მოლდეს" 1.8 მილიონი ფუნტი გადაუხადა და შეიძლება კიდევ 7.2 მილიონი გადაუხადოს.