“ეს დედააფეთქებული, რომ დაყავით საზოგადოება ორ ნაწილად, ნაცებად და ქოცებად…ოცნება ყველაფერს აკეთებს ზიზღის კიდევ უფრო გაღვივებისათვის”

“ეს დედააფეთქებული, რომ დაყავით საზოგადოება ორ ნაწილად, ნაცებად და ქოცებად…ოცნება ყველაფერს აკეთებს ზიზღის კიდევ უფრო გაღვივებისათვის”

IT სპეციალისტი თემო ლომიძე სოცილურ ქსელში წერს:

სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი მცდარი აზროვნებით და ღირებულებებით.

მინდა გავაქარწყლო ერთი მითი, რომელიც დღეს ბატონობს ჩვენს ქვეყანაში.

ყველას ხშირად გაგიგიათ და გამოგიყენებიათ სიტყვა “დემოკრატია”. მაგრამ საუბედუროდ, გარტყმაში არ ხართ რას ნიშნავს ეს.

დემოკრატია ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი აზრის ქონას და მისი გამოხატვის უფლებას, მაგრამ ამ ფონზე სხვისი აზრისა და მისი გამოხატვის უფლების პატივისცემას.

ეს დედააფეთქებული, რომ დაყავით საზოგადოება ორ ნაწილად, ნაცებად და ქოცებად, და ქოცები ძალიან ცდილობენ ამ ფაქტის გამოყენების და კარგად გამოსდით კიდეც ამითი მანიპულირება. დემოკრატიულ სახელმწიფოში მინდა ქოცი ვიქნები, მინდა ნაცი და თუ მომინდება მემარცხენე რადიკალი. თქვენი საქმე ეს არ არის, და პატივს თუ არ სცემთ ჩემს მსოფმხედველობას, თქვენი აზრები და გაუნათლებლობა მაინც მოთოკეთ და ნუ ანთხევთ სხვებზე.

ძალიან ბევრს მინდა გითხრათ და დავიყვანო თქვენს გონებამდე ერთი ფაქტი, ჩვენი რეალობის მაგალითზე (ამ ბევრიდან ზოგიერთისადმი ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს, და არ მინდა განსხვავებული აზრის გამო ეს დამოკიდებულება შემეცვალოს).

ის ფაქტი, რომ ადამიანს არ მოსწონს, არ უჭერს მხარს და არ იზიარებს ქოცურ აზროვებას, არ ხდის მისგან ნაცს, ფაშისტს, იუდეველს, მუსულმანს ან ზანგს. მას უბრალოდ სხვა შეხედულება აქვს მიმდინარე პროცესებზე და უმეტეს შემთხვევაში (თუ აცლით აზრის გამოთქმას და ყელში არ წვდებით) ის დაგისაბუთებთ თავის შეხედულებას.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარი აზრის ქონის და გამოხატვის უფლება, არის დემოკრატიის (და ზოგადად განვითარებული სახელმწიფოს) ფუნდამენტური კანონი და თქვენ არ გაგაჩნიათ არანაირი, არც მორალური და არც სახელმწიფოებრივი უფლება წაართვათ ეს ვინმეს.

სამწუხაროდ დღეს ვდგავართ ავტორიტარული რეჟიმის ღია ჭიშკართად და ერთი წაბორძიკება გვაკლია რომ დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა საბოოლოოდ ჩაიძიროს.

ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს ზიზღის კიდევ უფრო გაღვივებისათვის, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისა თუ ჯგუფისადმი. და ყველას ხარშავს ერთ ქვაბში, სწორედ იმისთვის რომ უბრალო ხალხის გონებაში სამუდამოდ დამკვიდრდეს აზრი, “რომ ან ასეა და ან სხვანაირად ვერ იქნება”.

და აქ ჩვენ დავუბრუნდით კომუნიზმს. ჩემი მეგობრებიდან ბევრს კიდევ ახსოვს რა იყო კომუნიზმი და რამდენი სიცოცხლე შეიწირა მისმა ავტორიტარულმა დამოკიდებულებამ. ხდებოდა ზუსტად იგივე, რასაც ახლა ცდილობს გააკეთოს ქოცობა.

მაშინ: ან ხარ კომუნისტი, ან მტერი.

ახლა: ან ხარ ქოცი, ან ნაცი (მტერი).

აბა სცადეთ და იპოვეთ რაიმე განსხვავება, სახელწოდებების გარდა.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით იმათ ვისაც ვაფასებ. ნუ აყვებით ამ ავტორიტარიზმის ტალღას. თუ ღმერთი არსებობს, მან მოგცათ ტვინი, გონება და აზროვნების უნარი, სწორედ იმისთვის რომ თქვენ თვითონ იაზროვნოთ და არ აყვეთ სხვის იდეებს და აზრებს ბრმად. და ჩემი პირადი აზრით, ეს ერთერთი ყველაზე დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე, რომ მისი უდიდესი ძღვენი კაცთა მოდგმას, გათელეს ფეხქვეშ და საერთოდ არ იყენებენ.

თუ არ არსებობს, არაფერი არ იცვლება და მაინც გაგაჩნიათ ჭკუა და გონება იმისთვის, რომ თქვენ თვითონ იაზროვნოთ და არა სხვის დაკრულ-ნაკარნახევზე იაროთ.

ყველანი ძალიან მიყვარხართ.