“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გადაცემაში “იმედი LIVE” სანქტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტს გამოეხმაურა, რომელშიც პაატა ბურჭულაძეც მონაწილეობდა და რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.
უგულავას თქმით, ის რაც მოხდა ძალიან უსიამოვნო და არასწორია:
“ის ადამიანი უნდა მისულიყო და ეთქვა, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია ამ ადამიანის მიერ, შენ დიდ პატივს გცემ მაგრამ ის სადაც იქნება მე არ ვიმღერებ. თუ ამას არ აკეთებ, მით უმეტეს თუ პოლიტიკაში ხარ, ეს ძალიან ცუდი საქციელია“, – აღნიშნა უგულავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.
პაატა ბურჭულაძემ, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე და მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერია, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.