ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი
ხახვი - 4 თავი
პომიდორი - 4-5 ცალი
ნიგოზი - 1.5 ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
ზაფრანა - 1 ჩ/კ
ქინძი - რამდენიმე ძირი
მომზადების წესები
ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და თავადხურულ ქვაბში მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ მომზადებამდე.
ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა მოათავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და კარგად გაგლისეთ, შემდეგ ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ.