ბევრისთვის უცნობი ლობიანი მჭადები

ბევრისთვის უცნობი ლობიანი მჭადები

ინგრედიენტები

სიმინდის ფქვილი - 500 გ

წითელი ლობიო - 200 გ

მომზადების წესები

500 გრამი სიმინდის ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. 200  გრამი წითელი ლობიო (მინდვრის) მოვხარშოთ, გავწუროთ, შევკაზმოთ ხახვით , ზეთით, ქინძით,ოხრახუშით, მარილით.

კარგად ავზილოთ ხელით. ცომი გავშალოთ ერთი თითის სისქეზე, დავადოთ ზედ შეკაზმული ლობიო და ზევიდან ისევ ცომი დავაფაროთ, შევასწოროთ , რომ ლობიო არ ჩანდეს.

გამოვაცხოთ კეცზე ან ტაფაზე.